სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვაში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს - კახა ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში განსახილველად გადაგზავნილი კანონპროექტი, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ფუნქციები ეზრდება, პირდაპირ შეეხება დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს.

მისი თქმით,  კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს.

"ჯანდაცვის სფეროში დანერგილი საპოლიციო რეჟიმის შესაძლო გამკაცრებასთან დაკავშირებით: ჯანდაცვისა და ფარმაციის ხარჯის 50-55%-მდე წარმოადგენს დარგში დასაქმებულების, ექიმების, ფარმაცევტების, ექთნების, ლაბორანტებისა და სხვა სამეურნეო პერსონალის ხელფასებს. ნებისმიერი საპოლიციო მიდგომით დაჯარიმებული ჯანდაცვის სუბიექტები იძულებულნი იქნებიან, ხელფასები შეუმცირონ იქ დასაქმებულ ადამიანებს.

იმ პირობებში, როცა ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს შორის პირველ ადგილზეა პერსონალის ხელფასი, მეორე ადგილზე - მედიკამენტები და ზოგადად, დარგი გამოირჩევა მოგების უმდაბლესი მაჩვენებლით, ამ კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ჯარიმა აისახება სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის ხელფასებზე. ხელფასები არათუ გაიზრდება, არამედ შემცირდება კიდეც. მთლიანად დარგი იძულებული იქნება, სახელფასო ფონდის შემცირების ხარჯზე გადაიხადოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმები.

ეს სადამსჯელო კანონები პირდაპირ შეეხება ჯანდაცვის დარგში დასაქმებულ დაახლოებით 50 000 ადამიანს და მათ ხელფასებს!

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2024 წელს, ახალი, დემოკრატიული ხელისუფლების უმთავრესი ამოცანა ამ დარგში იქნება ხელფასების გაორმაგება, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისს გაცილებით უფრო ხარისხიანს გახდის!" - წერს ოქრიაშვილი განცხადებაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი