"ძვირფას ძმას ვერ ვპოულობ" -კადიროვი დელიმხანოვს ეძებს და უკრაინის დაზვერვას დახმარებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

რამზან კადიროვი წერს, რომ ადამ დელიმხანოვს ვერ უკავშირდება და დახმარებას უკრაინული დაზვერვისგან ითხოვს:

"ადამ დელიმხანოვს ვერ ვპოულობ. ის კავშირზე არ გამოდის.

უკრაინულ დაზვერვას ვთხოვ, მიმაწოდოს ინფორმაცია ზუსტად რომელ ადგილზე და რა პოზიციებზე მოხვდა, რათა ვიპოვო ჩემი ძვირფასი ძმა.

გპირდებით უხვად ჯილდოს და დახმარებას გთხოვთ." წერს კადიროვი

დელიმხანოვი უკრაინაში, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან მონაწილეობს ამ აგრესიაში. ის ხელმძღვანელობდა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხნის შტურმს, რისთვისაც პუტინმა მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭა. დელიმხანოვი კადიროვის "მარჯვენა ხელად" ითვლება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი