იმედია, ევროპის საბჭო წელს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს.

ღარიბაშვილის თქმით, ის იმედოვნებს, რომ საბჭო წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

 "მოხარული ვარ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრით. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისკენ ისეთივე მტკიცეა, როგორც ყოველთვის და ვიმედოვნებ, რომ ევროპის საბჭო წელს კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიშელს საქართველოს ევროპული მომავლისადმი მისი პირადი მხარდაჭერისთვის", - წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის განცხადებამდე შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ. მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი