"ზონდერები არიან, ფულს სააკაშვილი უხდით, რატომ არ უნდა ჩამოხვიდეთ?" - ზურაბ აბაშიძე პოზნერს ბოდიშს უხდის და ქართველებს ლანძღავს| ჩანაწერი

გამოქვეყნდა:

ბოდიში რუსეთს და პირადად ვლადიმერ პოზნერს ზურაბ აბაშიძისგან - სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც  2021 წლის 1 აპრილით თარიღდება,რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. ჩანაწერს იუთუბ არხზე "კიბერ კმარა" აქვეყნებს.   

ეს სწორედ ის დღეა, როცა საბჭოთა პროპაგანდისტი რუს მეგობრებთან ერთად, საქართველოდან გააგდეს. 

ჩანაწერის მიხედვით, გაძევების შემდეგ, ღამით ზურაბ აბაშიძემ საგანგებოდ დაურეკა კრემლის კიდევ ერთ პროპაგანდისტს, მარკ ზილბერკვიტს, რომელიც თბილისში პოზნერთან ერთად იმყოფებოდა და ქართველები გალანძღა.

ზურაბ აბაშიძე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც კრემლის პროპაგანდისტების თბილისური ვიზიტი გააპროტესტეს, - "მოსყიდულ პროვოკატორებს" და "სააკაშვილის ზონდერებს" უწოდებს.

ჩანაწერით დასტურდება, რომ "ოცნებამ"  შეთანხმებული მესიჯებიც მოიფიქრა, რომ ოკუპანტები არ გაბრაზებულიყვნენ. აბაშიძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპეციალური განცხადებებიც კი გაავრცელეს.

თავად აბაშიძე კი რამდენიმეწუთიან ჩანაწერში, პოზნერს პირადადაც უხდის ბოდიშს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი