გერმანია მხარს უჭერს EU-ს გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვისა და დასავლეთ ბალკანეთისთვის, პერსპექტივაში საქართველოსთვის - გერმანიის უსაფრთხოების სტრატეგია

გამოქვეყნდა:

მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირისგან წევრობისთვის კანდიდატის სტატუსს, ეს ყველაფერი ახლა დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. 

სტრატეგიული პარტნიორები ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამას განსაკუთრებით ხაზს უსვამენ.  ის რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები სკეპტიკურად არიან განწყობილები, ეს ძალიან კარგად ჩანს გერმანიის კანცლერის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტითაც, რომელშიც საქართველო ორჯერ არის ნახსენები.

''ჩვენ მიზნად რჩება ევროპა, რომელიც მშვიდობასა და თავისუფლებას აერთიანებს. გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას უკრაინისთვის, მოლდოვის რესპუბლიკისა და დასავლეთის ბალკანეთის ქვეყნებისთვის და ასევე პერსპექტივაში საქართველოსთვის'' - ნათქვამია დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი