დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქების შემდეგ რკინიგზა დაზიანდა - რუსებს ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის  ინფორმაციით, ოკუპანტებს გუშინდელი აფეთქების შემდეგ, ლოჯისტიკური პრობლემები აქვთ.

მელიტოპოლში გუშინ, რკინიგზის ის მონაკვეთი დაზიანდა, რომლის საშუალებითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ.

მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ვაგონი რელსებიდან გადავიდა და 50 მეტრიანი ლიანდაგი დაზიანდა.

"ამგვარად, ლოჯისტიკური მარშრუტი ჩაიკეტა და დამპყრობლებმა ტრადიციულად დივერსანტების მოსაძებნად ადგილზე სამხედროები მიიყვანეს " - წერს ფედოროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი