აჭარის ტელევიზიის თანამშრომელზე თავდამსხმელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლის, კობა ფარტენაძის მიმართ  ძალადობის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელს, კობა ფარტენაძეს დღეს დილით  უცნობი პირი თავს დაესხა. შემთხვევა აჭარის რადიოსთან მოხდა.

იხილეთ:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი