"ოცნების" ბოდიში მოსკოვს | აბაშიძე-პოზნერის სკანდალური ჩანაწერი

გამოქვეყნდა:

უთავმოყვარეო მობოდიშება და კრემლის ფეხთქვეშ გაგებული "ქართული ოცნება". სკანდალური სატელეფონო საუბარი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მონურ დამოკიდებულებას პუტინის რეჟიმისადმი. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ჩანაწერში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობებში ზურაბ აბაშიძე ებოდიშება ვლადიმერ პოზნერს და კრემლის კიდევ ერთ პროპაგანდისტს - მარკ ზილბერკვიტს. 

ბოდიშებს საქართველოს ხელისუფლების წევრი იმ დახვედრის გამო იხდის, რომელიც ქართველმა ატივისტებმა საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩამოსულ პოზნერს მოუწყვეს. უფრო მეტიც, აბაშიძე საქართველოს ხელისუფლების სახელითაც იხდის ბოდიშს და ლანძღავს იმ ქართვლებს, რომლებიც პროტესტით დახვდნენ ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტს. აუდიოჩანაწერზე, რომელიც კიბერ კმარამ გაავრცელა სპეცწარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში განმარტებებს არ აკეთებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი