არა რუსულ ხელისუფლებას! | რუბლებითა და საპროტესტო ბანერებით გაღიზიანებული "ოცნება" და ხმაური სხდომათა დარბაზში

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დღეს იმდენად მძიმე დაპირისპირება იყო, რომ დაცვამ ჟურნალიტებს დარბაზში მუშაობის უფლება არ მისცა. "ქართული ოცნების" დეპუტატები, რომლებსაც მოთმინება არ ეყოთ, უკიდურესად მძიმე ფორმით ლანძღავდნენ და ხანდახან აგინებდნენ კიდეც ოპოზიციას.

კონფლიქტი კი პოლიტიკური პროტესტით დაიწყო, რომელიც სხდომაზე სტუმრად მიწვეულმა ახალგაზრდა ქალმა გამოხატა. ქრისტინე ტალახაძემ, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედაა, აივნიდან ბანერი გადმოფინა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს რუსული რუბლები გადააყარა - ამ ქმედებისთვის მან ოპოზიციისგან ტაში დაიმსახურა, ოპოზიციამ კი "ქართული ოცნებისგან" გინება და მუქარა მიიღო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი