პარლამენტში სამი თვეა ვიცე-სპიკერი ვერ დაამტკიცეს. მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი პარლამენტს პირდაპირ ავალდებულებს ამ თანამდებობაზე ყველაზე დიდი ფრაქციის ოპოზიციონერი დეპუტატი დაინიშნოს, "ქართულ ოცნებას" საკითხი კენჭისყრაზეც კი არ გააქვს და ღიად აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს.
ასეთ შემთხვევაში ოპოზიცია ვიცე-სპიკერის გარეშე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპონენტებს წაერთმევათ შესაძლებლობა საპარლამენტო საქმიანობა სრულყოფილად განახორციელონ. მაგალითად ოპოზიციონერები ოფიციალური ვიზიტებით საზღვარგარეთ ვერ გაემგზავრებიან და დასავლელ პარტნიორებთან პირისპირ ოფიციალური შეხვედრებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
თუმცა რამდენიმეთვიანი ჩიხიდან გამოსვლის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - პოლიტიკური შეთანხმების საფუძველზე ვიცე-სპიკერად ის ოპოზიციონერი დაინიშნოს, რომელიც არც "ნაციონალური მოძრაობისთვის" და არც "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი არ იქნება.