"ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება 100%-ით შესრულებული" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ევროკომისიის 12 რეკომენდაციას მიმდინარე თვის ბოლომდე 100%-ით შეასრულებს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა. 

„შემოდგომაზე გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში, სადაც აისახება მათ შორის ინფორმაცია, როგორ აფასებენ თითოეული პუნქტის შესრულებას. ინტერესით დაველოდებით ამ დოკუმენტს. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება 100 პროცენტით შესრულებული. ვნახოთ, რა იქნება ევროკომისიის პოზიცია. ამის შემდეგ, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით, მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ იქნება სადმე დასაბუთებული შენიშვნა, კიდევ არის დრო, რათა ყველაფერი გასწორდეს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება საფუძვლიანი დისკუსია თითოეულ თემასთან დაკავშირებით“, - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი