
"კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრობს და დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს ეხმაურება.
შიში გაუჩნდათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე ლობირებდნენ დეოლიგარქიზაციის თემას, რომ ეს საკითხი შეიძლება შეეხოს არა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ არავითარი ფაქტი არ არსებობს პოლიტიკაში მისი მონაწილეობის თაობაზე, არამედ ეს შეიძლება შეეხოს ზუსტად იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გლობალური ომის პარტიის აგენტები. მაგალითად, კეზერაშვილი, ჭუტა და ასე შემდეგ.
ამ შიშის გამო დაიწყო საუბარი, რომ არ უნდათ დეოლიგარქიზაციის კანონი. კი ბატონო, ესეც არ გვაინტერესებს. კეზერაშვილს, ჭუტას და ამ ადამიანებს მოვერევით ყოველგვარი კანონის გარეშეც, არსებული სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში. საერთოდ არ გვაინტერესებს ამ კანონის მიღება. ნუ ეშინიათ მათ, - ამბობს კობახიძე.