"მონებო", "რუსებო" - ღარიბაშვილს ბრიუსელში ქართველები პროტესტით დახვდნენ, დააკავეს 1 პირი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. 

"რუსო მონებო", "საქართველო ევროპაა"- ამ შეძახილებით შეხვდნენ ღარიბაშვილს ემიგრანტები, რა დროსაც ერთ- ერთმა მათგანმა პრემიერთან მიახლოება სცადა, თუმცა ამის საშუალება ღარიბაშვილის დაცვამ არ მისცა.

ადგილზე მივიდა ბელგიის პოლიციაც და ემზარ კვარაცხელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს. ამ დროისთვის ის უკვე თავისუფალია.

პროტესტი არასამთავრობო ორგანიზაცია Promote Georgia-ს მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში საქართველოს ინტერესებს ლობირებს. 

"შევიკრიბეთ ფრომოუთ ჯორჯიას წევრები და ზოგადად ემიგრანტები, ვისაც უნდოდა გამოეთქვა თავისი პროტესტი ბატონი ღარიბაშვილის უაზრო განცხადებების გამო და ზოგადად რასაც "ქართული ოცნება" ამჟამად საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟს ახორციელებს. ემზარ კვარაცხელია აღმოჩნდა წითელ ხალიჩაზე, შეეცადა შესულიყო შიგნით და თავისი აზრი გამოეთქვა, არ ვიცი პრემიერის დაცვის თანამშრომლები იყვნენ თუ ზოგადად დიპლომატიური კორტეჟის წარმომადგენლები, ძალიან დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, კიბეებზევე მოხდა პირველი ინციდენტი, სადაც ემზარი პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით ცემეს, ორმა დაცვის თანამშრომელმა", - თქვა ორგანიზაციის წევრმა, ეკატერინე კერესელიძემ.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი