საბერძნეთის სამხრეთ-დასავლეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე გემი ჩაიძირა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 79 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის სანაპირო დაცვა შიშობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
მაშველებმა 104 მიგრანტის გადარჩენა შეძლეს. ქალაქის მერმა, სადაც ისინი გადაიყვანეს, თქვა, რომ გადარჩენილების ასაკი 16-დან 41 წლამდეა.
"მათ ასევე თქვეს, რომ ბორტზე ქალები და ბავშვები იყვნენ", - თქვა მერმა.
მიგრანტების ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა. უცნობია ზუსტად რამდენი პირი იმყოფებოდა გემზე, გადარჩენილები ამბობენ, რომ შესაძლოა 750. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) განცხადებაში თქვა, რომ ბორტზე სავარაუდოდ "400-მდე ადამიანი" იმყოფებოდა.