უკრაინაში რუსულ აგრესიას უკვე 488 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1 016-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 15 ივნისის მდგომარეობით, რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 488  ბავშვი დაიღუპა, ჯამში, დაზარალდა 1 016 -ზე მეტი არასრულწლოვანი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა:

დონეცკის რეგიონში - 464; ხარკოვის ოლქში - 283, კიევის ოლქში - 128, ჩერნიგოვის ოლქში - 71, ლუგანსკის ოლქში - 67, ნიკოლაევის ოლქში - 89, ხერსონის ოლქში - 105, ზაპოროჟიეს ოლქში - 91, დნეპროპეტროვსკის ოლქი - 80.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი