ბრიტანულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ნატოს საჰაერო სივრცის სიახლოვეს რუსულ თვითმფრინავები შეაჩერეს

გამოქვეყნდა:

ოთხშაბათს, 14 ივნისს, ბრიტანული მოიერიშე თვითმფრინავები Typhoon აფრინდნენ ესტონეთის ცაზე რუსული ილ-20-სა და ორი სუ-27-ის შესაჩერებლად, რომლებიც ნატოს საჰაერო სივრცის მახლობლად მოძრაობდნენ. 

როგორც ბრიტანეთის საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რუსული თვითმფრინავების ფრენა არ შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს.

ბრიტანელი სამხედროების განცხადებით, ისინი არ დაკავშირებიან შესაბამის FIR-ს.

"ესტონეთის 140-ე საექსპედიციო საჰაერო ფრთიდან (EAW) თვითმფრინავებმა 14 ივნისს შუადღისას შეძლეს რუსეთის საჰაერო ძალების Il-20 Coot-A და ორი Su-27 Flanker-Bს დაკავება, რომლებიც  NATO-ს საჰაერო სივრცესთან ახლოს მიფრინავდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი