თუ "ოცნების" მხარდამჭერი ხარ და მეხოტბე, დაგაფინანსებენ - რეჟისორის თქმით, ბათუმის მერიაში ფესტივალის დაფინანსებაზე უარი უთხრეს

გამოქვეყნდა:

რეჟისორი ოთარ ქათამაძეა, ამბობს, რომ ბათუმის მერიაში მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალის დაფინანსებაზე უარი უთხრეს. წერილობით საბოლოო პასუხი, სადაც უარის მიზეზი იქნება განმარტებული, ჯერ არ ჩაბარებია. 

რეჟისორი დარწმუნებულია, რომ დაფინანსების მოსაპოვებლად მთავარი განმსაზღვრელია ხარ თუ არა მმართველი პარტიის მხარდამჭერი და მეხოტბე.  ქათამაძე ამბობს, რომ მას არაერთხელ შეუთვალეს გაჩერებულიყო და ნუ აქტიურობდა.

"მე ვუკავშირებ ამ ყველაფერს ბუნებრივია იმას, რომ ჩემი პოლიტიკური ხედვა, პროტესტები, პოზიცია, როგორც მოქალაქის, ბუნებრივია, არ მოსწონთ. "ქართული ოცნების" წევრი უნდა იყო, ან უნდა იყო მეხოტბე, ან უნდა იყო ხელოვანი, რომელსაც არ გააჩნია პოზიცია. 2024 წელს მათ აქვთ არჩევნები და მთელი ფინანსური რესურსი მიდის მათი მხარდამჭერებისთვის, იმიტომ, რომ მათ უკვე მხარდამჭერებიც ტოვებენ", - ამბობს ქათამაძე.

მისივე თქმით, ფესტივალი 9 წელია ტარდება და არ ყოფილა შემთხვევა, რომ დაფინანსება არ მიეღოთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი