დანია და ნორვეგია უკრაინას ერთობლივად დამატებით 9 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, დანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ნორვეგიასთან ერთად, ჩვენ შეგვიძლია 9 000-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გავაგზავნოთ სრული კომპლექტით მოკლე დროში." - განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
ნორვეგიამ უკრაინაში უკვე გაგზავნა საკუთარი მარაგებიდან 7 000 ერთეული საბრძოლო მასალა.