კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"თავის დროზე იგივე ჯგუფმა, "ჯიუტები" ქვიათ თუ "ჭუტები" თუ რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები და მას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწისტყვაობა და წაახალისა პოლარიზაცია. ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა ბოდიში და მოაწყეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. პრინციპულად მიუღებელია, როდესაც კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ღვივდება ყოველდღიურად"

აცხადებს "ქართული ოცნების' თავმჯდომარე კობახიძე, თუმცა არ ასახელებს რომელ დიპლომატს გულისხმობს.
შეგახსენებთ, პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტებს რამდენიმე დღის წინ ირაკლი ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკის გასაპროტესტებლად ბანერები წარწერით - "ირაყლი" ჰქონდათ გამოტანილი.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი