
ბრიუსელში, ღარიბაშვილის ვიზიტის პარალელურად გამართული აქციის უკანაც ირაკლი კობახიძე ნაციონალურ მოძრაობასა და კეზერაშვილს ხედავს და ამბობს, რომ ეს არის პარტიული კოორდინაცია და მსგავს გამოსვლებს არაფერი აქვს საერთო ემიგრანტების, შშმ პირებისა თუ სტუდენტების აქციებთან:
"რაც შეეხება ბრიუსელში გამართულ აქციას, აქაც აღმოჩნდა ერთ-ერთი ნაციონალი ლგბტ აქტივისტი, რომელიც აქაც აქტიურობდა, წასულა იქ და იქაც აქტიურობს, რეალურად ყველაფერი არის პარტიულად დაორგანიზებული აქციები და ამას რომ არქმევენ აღშფოთებული სტუდენტების და შშმ პირების და ემიგრანტების აქციებს, ეს არის სამარცხვინო. კეზერაშვილის შავი ფულით, ევროპელი პენსიონერებისთვის მოპარული ფულით ფინანსდება ასეთი აქციები ხან სამკაციანი, ხან ორკაციანი, ხან შვიდკაციანი, ხან შეიძლება 20 კაციანი. ეს არის პარტიული კოორდინაცია, ამას ვერავინ დაარქმევს ვერც სტუდენტების, ვერც შშმ პირების, ვერ ემიგრანტების აქციას იმიტომ, რომ ეს არის სისხლიანი ფულით დაორგანიზებული აქცია" თქვა კობახიძემ.
"მონებო", "რუსებო" - ამ შეძახილებით დახვდნენ ღარიბაშვილს ბრიუსელში. პროტესტის დროს, დააკავეს 1 პირი.