ზურაბიშვილის განცხადება სათანადო აღნიშვნის ღირსია, არ ლახავს „წითელ ხაზებს“ - კობახიძე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით

გამოქვეყნდა:

ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი „წითელ ხაზებს“არ ლახავს, რაც აღნიშვნის ღირსია - ასე კობახიძე პრეზიდენტის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ზურაბიშვილმა  „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში გააკეთა. კობახიძე პრეზიდენტს კიდევ დაპირდა, რომ  "ეროვნულ ინტერესების" შესაბამის მოქმედებებს, "ყოველთვის დაუფასებენ":

„სალომე ზურაბიშვილთან პოლემიკაში არ შევდივართ. არცერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებთ. ასევე, ვთქვით, რომ თუ პრეზიდენტი გააკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება, ამას სათანადოდ აღვნიშნავთ. ეს არის ერთ-ერთი განცხადება, რომელიც სათანადო აღნიშვნის ღირსია. ვთქვით, რომ სალომე ზურაბიშვილი მაინც არ ლახავს გარკვეულ „წითელ ხაზებს“, რაც მისასალმებელია და ეს არის ამის მორიგი მაგალითი, რომ სალომე ზურაბიშვილი მოქმედებს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩვენი მხრიდან სათანადო აღნიშვნას იმსახურებს. ყოველთვის დავუფასებთ სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერ განცხადებას და მოქმედებას, რომელიც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება“,- განაცხადა კობახიძემ.

მე ანგარიშვალდებული ვარ პირველ რიგში, ქართველი ხალხის წინაშე და როგორც პრეზიდენტმა, უნდა გავითვალისწინო, რას გრძნობს ქართველი ხალხი, - ასე უპასუხა ზურაბიშვილმა უკრაინული გამოცემის ჟურნალისტს შეკითხვაზე, რატომ არ იწყალებს მიხეილ სააკაშვილს, უკრაინის პრეზიდენტის არაერთი მიმართვის მიუხედავად.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი