
რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. "არჩევნების" ჩატარებას 10 სექტემბერს გეგმავს.
ოკუპანტი გეგმავს 4 "ახალ რეგიონში" ე.წ. საკანონმდებლო კრებების დეპუტატებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები ჩაატაროს.
სამთავრობო მედია ТАСС წერს, რომ გადაწყვეტილება ხუთშაბათს რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე მიიღეს და ის პრეზიდენტ პუტინს გადაეგზავნება.
ცნობისთვის, 2022 წლის 30 სექტემბერს პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რუსეთთან შეერთების შესახებ. ოკუპანტი ქვეყანა ამტკიცებს, რომ ეს ხალხის არჩევანი, რომლებიც ე.წ. რეფერენდუმებზე გამოვლინდა.
დასავლეთი და ცივილიზებული სამყრო რეფერენდუმებს და მის შედეგებს არ აღიარებს, შესაბამისად, გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.