ნიგერიის სამხრეთ-დასავლეთით გემის ჩაძირვის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, ასევე არიან დაკარგულები.
BBC-ის ცნობით, გემზე დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ქორწილის შემდეგ კვარის შტატიდან ნიგერის შტატში მიემგზავრებოდნენ.
ოფიციალური პირების თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება.