პრეზიდენტის რეალური პოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით | "ოცნება" ზურაბიშვილის განცხადებებით კმაყოფილია

გამოქვეყნდა:

განცხადებებსა და მოქმედებებში აცდენილი საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი მოჩვენებითი პროდასავლურობის დემონსტრირებას აღარ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ სახელმწიფოს მეთაურის ხელშია ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულების რეალური ბერკეტი, ზურაბიშვილი კონსტიტუციური უფლების გამოყენებს ამ ეტაპზე არ აპირებს.

უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ნათლად იკითხება, რომ პრეზიდენტი არა ქვეყნის, არამედ ოლიგარქის დავალებებთან ერთად პირადი ინტერესებით ხელმძღვანელობს. სახელმწიფოს მეთაურმა პოლიტპატიმრებრებთან, მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გაცხადებული პოზიციის გამო, მმართველი გუნდის კეთილგანწყობაც დაიმსახურა, "ოცნების" ლიდერი დღეს ზურაბიშვილის მიმართ უჩვეულოდ ლოიალური იყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი