საგზაო დეპარტამენტი ახალ ტენდერს აცხადებს ლარსის გავლით რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მოწყობაზე.
კრემლის დირექტივით ჩაშლილი ანაკლიის სტრატეგიული პროექტი და რუსეთთან დამაკავშირებელი ახალი მარშრუტი. ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის პირად კონტროლზეა აყვანილი პროექტი, რომელზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 მილიონამდე ლარი დაიხარჯება და ოკუპანტ სახელმწიფოსთან ტვირთბრუნვას კიდევ უფრო გაამარტივებს.
ლარსის გამშვები პუნქტი რომ კრემლისთვის განსაკუთრებით სტრატეგიული ხდება, ამას არ მალავს ოფიციალური მოსკოვი. ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორს რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსთან აქტიური და შეუფერხებელი ვაჭრობისთვის, არამედ კიდევ უფრო მასშტაბური გეგმებისთვის გამოიყენებს. ეს კი საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის დამანგრეველი და სანქციების წინაპირობაა.