აბსურდამდე მისული შეთქმულების თეორიები. "ქართული ოცნების" ლიდერები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად და ქვეყნის დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციისთვის უკიდურეს კონსპირაციებსაც არ ერიდებიან.
ევროკომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე რამდენიმე თვით ადრე ოლიგარქიულმა რეჟიმმა შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო. მმართველი პარტიის ლიდერებს გუშინ სახელისუფლებო მედიების ეთერი ოკუპირებული ჰქონდათ. ივანიშვილის გუნდი ფაქტობრივად აღარაფერს ერიდება და სტრატეგიულ მოკავშირეებზე თავდასხმასთან ერთად, მათ ცინიკურადაც მოიხსენიებს.