
ბოდიში ახლა უკვე "ქართული ოცნებისგან". მმართველი პარტიის ლიდერები ზურაბ აბაშიძის პოზიციას ამართლებენ და კრემლის პროპაგანდისტებს თავადაც იცავენ. არგუმენტი რამდენიმეა - "ოცნების" წევრთა ნაწილი პოზნერის ასაკს სცემს პატივს, ნაწილი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ოკუპაციის გამართლებისთვის სტუმარ-მასპინძლობის დავიწყება არ შეიძლება, სხვებისთვის კი ქართველი აქტივისტები არიან მიუღებელი.
ნებისმიერ შემთხვევაში, "ქართული ოცნება" დღეს კრემლის რიტორიკის ერთგული იყო და მოსკოვის მისამართით რევერანსებს არ იშურებდა. თავად ზურაბ აბაშიძე დუმს - სპეცწარმომადგენელმა მხოლოდ ის თქვა, რომ ჩანაწერი ფეიკია.