მერია 3-მილიონიან ლამპიონებს ცვლის და ახლებს ამაგრებს

გამოქვეყნდა:

ლამპიონებს, რომელთა ჩამოტანაც 3 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, ახლა თავიდან ამონტაჟებენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანიამ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობა დაიწყო. მონტაჟის დროს არ გაითვალისწინეს ის გარემო პირობები, რომელიც კახეთის გზატკეცილზეა. სავარაუდოდ, ლამპიონებმა ძლიერ ქარს ვერ გაუძლო და საჭირო გახდა მისი ხელახლა გამაგრება. ამიტომ, ამჯერად ბოძების დამატებით გამაგრება თბილ სერვის ჯუფმა შ.პ.ს  "ბილდგინგ არტს“ დაავალა, ხელშეკრულების ღირებულებაც 333 ათას ლარზე მეტია. კომპანიას ევალება, გვერდებსა და შუაში ლითონის კონსტრუქციები მიამაგროს, რომ ლამპიონები არ წაიქცეს. დოკუმეტი, რომელსაც მერია საგულდაგულოდ მალავდა, "მთვავარმა არხმა" მოიპვა. 

კახეთის გზატკეცილეზე განათებას კომპანია "ორიენტი" ცვლის. ოპოზიციის მტკიცებით, სამმილიონ ნახევარ
ლარიანი პროექტი მათ საეჭვო გარიგებით მიიღეს. 

კომპანის დირექტორი შორენა კიწმარიშვილი სამტრედიიდანაა და "ქართულ ოცნებას" მან 2016 წელს 40 000 ლარი შესწირა, თუმცა კახა კალაძესთან კავშირს გამორიცხავს.

შორენა კიწმარიშვილს "მთავარი" დაუკავშირდა. ვკითხეთ, ხომ არ უკავშირდება მისი კომპანიების მოგებული ტენდერები იმას, რომ "ქართული ოცნების" შემომწირველია, თუმცა მანდ ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

კომპანია ორიენტს კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი უკავშირდება. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიასთან "თბილსერვის ჯგუფმა" გარეგანათებების ბოძების მიღება-ჩაბარების აქტი 2019-წელს 25 ნომებრს გააფორმა, თუმცა თავად ბოძებზე წარწერა ადასტურებს, რომ ისინი 2020 წელსაა დამზადებული. სავარაუდოდ, დოკუმენტები ტვირთის მიღებამდე გააფორმეს, რომ კომპანიას პირგასამტეხლო არ დაკისრებოდა. 

ამბის გადამოწმება "თბილსერვის ჯგუფში" ვცადეთ. წერილობით პასუხში ფაქტობრივად დაგვიდასტურეს რომ ბოძები 2020 წელს დამზადდა და პასუხისთვის თავად კომპანაიში გადაგვამისამართეს. 

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყველა დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია აღნიშნულ შესყიდვასთან, არის გამართული და ზუსტად არის მითითებული, როგორც დამზადების, ისე მიწოდების ვადები. რაც შეეხება გარეგანათების ბოძებზე მიკრულ ეტიკეტს, სადაც დამზადების თარიღად მითითებულია 2020 წელი, შეგიძლიათ მიმართოთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას და მოითხოვოთ მათგან პასუხი, - ნათქვამია მათ მიერ გამოგზავნილ წერილში.

განათებას, რომელსაც მერია ცვლის, ხარვეზები არ ჰქონდა, რატომ გახდა აუცილებელი ორმაგი ხარჯის გაწევა, "მთავარ არხს" არ პასუხობენ. უცნობია ისიც, საბოლოოდ რა ბედი ეწევა იმ გარეგანათების ბოძებს, რომელსაც მერია ჭრის და მის ნაცვლად სხვა განათებას აყენებს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი