ხანძარი კურსკის ოლქში - რუსული მედია წერს, რომ მიზეზი დრონით თავდასხმაა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კურსკში ერთ-ერთი ქარხნის საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. მანამდე რეგიონის მცხოვრებლებმა აფეთქების ხმა გაიგეს და სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატი დაინახეს.

კურსკის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ფართობი დაახლოებით 2 000 კვადრატული მეტრი იყო. 

ინციდენტის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით რუსული მხარის ოფიციალური განცხადებები ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, რუსული მედიის ცნობით, ხანძარი, სავარაუდოდ, დრონის თავდასხმის შედეგი იყო.

შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის სამის ნახევარზე შპს "ბელ-პოლის" ტექსტილის ნაწარმის საწყობის ტერიტორიაზე მოხდა. ხანძრის შედეგად შესაძლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი