პოლონეთში დააკავეს 46 წლის ქართველი კაცი, რომელიც მოპარული ნივთებით ვაჭრობდა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს და წერს, რომ დაკავებულის სახელზე ქურდობის 7 ფაქტი ფიქსირდება.
არსებული ინფორმაციით, კაცმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკა მოიპარა, ზარალის მთლიანმა ღირებულებამ თითქმის 9 300 პოლონური ზლოტი შეადგინა.
როგორც გამომძიებლებმა განმარტეს, დაკავებული ბაზრობებში მოპარული ნივთებით ვაჭრობდა. დაკავებულმა კოსმეტიკური საშუალებების გარდა, ბრენდირებული ველოსიპედიც მოიპარა, რომლის ღირებულბა 1 200 პოლონური ზლოტია.
დაკავებულს 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.