
"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების 202 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციებიდან მეოთხედი დარღვევებითაა შევსებული.
ორგანიზაციამ შეისწავლა ახალციხის, ნინოწმინდის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის თანამდებობის პირთა მერიებისა და საკრებულოების, ასევე მუნიციპალური ააიპ-ების თანამდებობის პირების 2022-2023 წლის დეკლარაციები.
"50 დეკლარაციაში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა; მათ შორის დარღვევებით შეავსეს
დეკლარაციები ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მერებმა, ასევე, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარემ.ყველაზე მეტმა, 12-მა თანამდებობის პირმა დეკლარაციები დარღვევებით ახალციხის მუნიციპალიტეტში შეავსო. გამოვლინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის 31 შემთხვევა;
აღსანიშნავია, რომ 4 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები ჩართული არიან სახელმწიფო შესყიდვებშიც - წერს ორგანიზაცია.
TI ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ თანამდებობის პირს აქვს კავშირი საწარმოსთან, რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ქონია, ან ქონდა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა, მაშინ მას ასეთი საწარმოს დეკლარაციაში მითითების ვალდებულება არ გააჩნია.
იხილეთ კვლევა სრულად.