გორში, ყველაზე დიდ გამზირს, რომელიც ამ დრომდე საბჭოთა დიქტატორის, სტალინის სახელს ატარებს, სიმბოლურად სახელი გადაარქვეს.
სამოქალაქო აქტივისტებმა სტიკერებზე ყველა იმ გამოჩენილი ქართველის სახელი და გვარები დაიტანეს და გააკრეს, რომელთა სახელიც შესაძლოა სტალინის გამზირს რეალურად ეწოდოს: თავისუფლების გამზირი", "არჩილ ტატუნაშვილის გამზირი", "ვაჟა ფშაველას გამზირი", "კირიონ მეორის გამზირი", "მარო მაყაშვილის გამზირი".
აქციის ორგანიზატორების ვინაობა უცნობია, რადგან მოქმედი კანონმდებლობით ისინი მსგავსი აქტივობისთვის შესაძლოა დაჯარიმდნენ.
აქცია-პერფორმანსი რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლისთავს უკავშირდება.