ირაკლი ღარიბაშვილი ლევან იოსელიანს შეხვდა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ომბუდსმენის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ეს ღარიბაშვილთან პირველი შეხვედრაა.

მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე.

საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი