ესაა მესიჯი აფრიკისთვის: რუსეთს ომი სურს და არა მშვიდობა - კულება კიევზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, კიევის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმით, რუსეთი აფრიკულ ქვეყნებს მესიჯს უგზავნის, რომ მას ომი სურს და არა მშვიდობა.

"პუტინი "ნდობას აშენებს" კიევზე ბოლო კვირების განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმით, ზუსტად აფრიკელი ლიდერების ჩვენს დედაქალაქში ვიზიტის ფონზე. რუსული რაკეტები არის მესიჯი აფრიკისთვის: რუსეთს ომი სურს და არა მშვიდობა", - წერს კულება.

შეგახსენებთ, დღეს 15 ივნისს, მოსკოვში ვიზიტამდე, კიევში სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჩავიდა, რათა უკრაინას შესთავაზოს რუსეთთან მშვიდობა იმ პირობით, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი შეჩერდება და სანქციები შემსუბუქდება. 

ამ ფონზე რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხა. კიევის მერის თქმით, აფეთქებები პოდილსკის რაიონში მოხდა, ქალაქში საჰაერო განგაშია ამოქმედებული. არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი