აფხაზეთის ე.წ მთავრობამ და რუსეთმა სოხუმის აეროპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა და რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური გამოცემა Apsnypress ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, ე.წ დოკუმენტს ხელი სანქტ პეტერბურგის XXVI საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოეწერა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ საინვესტიციო პროექტს აეროპორტის საქმიანობის აღდგენისა და შემდეგი ოპერირებისთვის "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს.

აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ხელშეკრულება განსაზღვრავს მხარეთა პირობებს და ვალდებულებებს პროექტის განხორციელებისას, კერძოდ, აფხაზეთის მიერ სპეციალური საინვესტიციო რეჟიმის უზრუნველყოფას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი