პრემიერმა ბრატისლავაში თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია - დარჩიაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის თქმით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში რუსეთ-უკრაინის ომის მიზეზებზე თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ახალი არაა.

ამ განცხადებით დარჩიაშვილმა ენმ-ის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას კითხვას უპასუხა, რომელმაც მას ჰკითხა, იზიარებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი პრემიერის განცხადებებს.

"კი თუ არა, ეს ახალი ფორმაა კითხვის დასმის. პირველ რიგში, მინდა გითხართ, რომ არ არის კარგი საქმე და არ ეხმარება ქვეყნის კეთილდღეობას, ჩვენი ქვეყნის შესახებ პოზიტიური აღქმების შექმნას ჩვენს პარტნიორებში, როდესაც ხდება საქართველოს პრემიერმინისტრის ნათქვამის ინტერპრეტირება.

ის, რაც პრემიერმა თქვა, თქვენც შეგიძლიათ მსგავსი განცხადებები მოისმინოთ სხვა ლიდერების მხრიდან. თუ კითხვა მდგომარეობს იმაში, რომ ვეთანხმები თუ არა საქართველოს პრემიერმინისტრის შეფასებას, თქვენი ინტერპრეტაციით გაკეთებულს არა, მაგრამ პრემიერმინისტრმა თქვა ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ის, რაც ახალი არ არის", - თქვა ილია დარჩიაშვილმა.

30 მაისს GLOBSEC-ის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის განზრახვა, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი