რუსეთი ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციის მიზნით ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის აფეთქებას გეგმავს, - ამის შესახებ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუსას აღნიშნა.

ზელენსკის თქმით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ მსოფლიოს ქვეყნები აიძულოს, უკრაინაზე გაზარდონ წნეხი "კონფლიქტის შეწყვეტის მოთხოვნით".

"თუ სამხედრო ტექნიკა, რომელიც ამჟამად ჩვენი პარტნიორების ბალანსზეა, მასობრივად გადმოგვეცემა, ჩვენი უფრო მალე გავიმარჯვებთ," - ამბობს პრეზიდენტი. 

მისივე სიტყვებით, დასავლური ტექნიკის უკრაინისთვის მცირე ნაწილებით გადმოცემა მხოლოდ ახანგრძლივებს ომს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი