
"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება "ქართულ ოცნებას" მხოლოდ გამოადგება.
"უნდა მოითხოვონ ეს საქართველოს მოქალაქეებმა შესაბამისი კრიტერიუმებით და ამის მერე შეიძლება ეს სერიოზულად აღვიქვათ და ახლა ეს არის წმინდა წყლის მდარე ფეიკ პიარი. პიარია მხოლოდ, სად ბრუნდება, როგორ ბრუნდება, ჯერ რო დაბრუნდა ფიზიკურად, რა ქნა, ახლა პოლიტიკურად რომ დაბრუნდება მერე რას იზამს, ვის დაკარგვია. დამნაშავე სისხლის სამართლის და მხოლოდ და მხოლოდ "ქართულ ოცნებას" გამოადგება თუ დაბრუნდება," - ამბობს მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების განცხადებასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად იგი ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს.