хрен им - პუტინი ამბობს, რომ ბირთვული იარაღის შემცირებაზე NATO-ს ქვეყნებს არ დაელაპარაკება

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთს უფრო მეტი ბირთვული იარაღი აქვს, ვიდრე NATO-ს წევრ ქვეყნებს და მის შემცირებაზე მოლაპარაკებების დაწყებას არ აპირებს.

"ჩვენ გვაქვს უფრო მეტი ბირთვული იარაღი, ვიდრე NATO-ს წევრ ქვეყნებს. მათ ეს იციან და ცდილობენ შეგვაცდინონ, რათა მოლაპარაკებები დავიწყოთ მათ შემცირებაზე, хрен им, როგორც ჩვენი ხალხი იტყოდა" - ამბობს პუტინი. 

მისივე თქმით, რუსეთს შეუძლია მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენოს ნებისმიერ დროს, თუ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის არსებობას საფრთხე დაემუქრება. 

პუტინი ამბობს, რომ დასავლური ქვეყნები მუდმივად ცდილობენ მოსკოვის პროვოცირებას და ელოდებიან, რომ დასავლეთი "ღილაკებზე დააჭერს" თითს. 

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერის მტკიცებით, რუსეთს არ სჭირდება ბირთვული იარაღის გამოყენება, რადგან მტერი წინა ხაზზე წარუმატებელია.  

პუტინმა ბელარუსში რუსული ბირთვული რაკეტების განთავსებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს მხოლოდ "შეკავების ელემენტია".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი