მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება - მოულოდნელი განცხადება "ვივა მედიდან"

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვივა მედის საკნიდან მოულოდნელ განცხადებას აკეთებს. პოლიტიკური პატიმარი, რომელიც თითქმის ორი წელია არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლად არის ქცეული აცხადებს, რომ ამიერიდან პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება და უკრაინულთან ერთად, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც მიიღებს  მონაწილეობას. 

მესამე პრეზიდენტი ფეისბუქ პოსტში განმარტავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნება საბოლოოდ აჭარის მთავრობის მეთაურის იმ განცხადებამ გადააწყვეტინა, რომელშიც თორნიკე რიჟვაძე 2008 წლის ომს "ლაჩრულად წაგებულს" უწოდებს. 

გარდა საკუთარი გადაწყვეტილებისა, მიხეილ სააკაშვილი მის მიერვე შექმნილ პოლიტიკურ პარტიას და სხვა ოპოზიციურ ძალებსაც მიმართავს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი