სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა კანადაში ავარიის დროს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, შემთხვევა მანიტობის პროვინციაში მოხდა. ერთმანეთს მისაბმელიანი სატვირთ მანქანა და ავტობუსი შეეჯახა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ხანშიშესული ადამიანები გადაჰყავდა.
"ეს არის დღე, რომელიც მანიტობაში და მთელს კანადაში დაამახსოვრდებათ, როგორც ტრაგიკული და სამწუხარო. ყველა ვინც ელოდება, ვერც კი წარმომიდგენია რამდენად მძიმეა არ იცოდე ადამიანი რომელიც გიყვარს, დაბრუნდება თუ არა სახლში ამ ღამით. მე ბოდიშს გიხდით, რომ არ შეგვიძლია დაზუსტებული პასუხის მოწოდება, რომელიც თქვენ უფრო სწრაფად გჭირდებათ," - თქვა ადგილობრივი პოლიციის ხელმძღვანელმა ავარიასთან საუბრისას.
ინციდენტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ავტობუსი მთლიანად ცეცხლშია გახვეული.