იცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი? - შეკითხვები და პასუხები დარჩიაშვილის "მინისტრის საათზე"

გამოქვეყნდა:

საგარეო კურსის ცვლილება არის მთავარი პრობლემა, რომელზეც ოპოზიცია დღეს საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოითხოვდა პასუხს. ხელისუფლების ოპონენტებმა ილია დარჩიაშვილს კითხვები იმ  მძიმე პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით  დაუსვეს, რომლებიც ცალსახად აჩვენებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სულ უფრო მეტად ცდილობს ევროკავშირისგან დისტანცირებას და კრემლთან დაახლოებას. 

რატომ ეხმარება ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, რა ფუნქცია აქვს აბაშიძე- კარასინის ფორმატს, რას აკეთებს ხელისუფლება კანდიდატის სტატუსის მისაღებად და რა გზავნილით ჩადის საგარეო საქმეთა მინისტრი ვილნიუსში ნატოს სამიტზე? ილია დარჩიაშვილის პასუხებმა ოპოზიცია აშკარად უკმაყოფილო დატოვა და დარბაზში ხშირ შემთხვევაში ხმაური ისმოდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი