ივანიშვილი, თუ ევროპული არჩევანი? - ევროპარლამენტარების გზავნილი საქართველოს

გამოქვეყნდა:

მკაცრი პოლიტიკური რეალობა რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები აშიშვლებენ - რასა იუკნევიჩიანე და ვიოლა ფონ კრამონი ორი მკაფიო განცხადებით კონკრეტულად მიანიშნებენ საქართველოს ხელისუფლებას რა უშლის ხელს ქვეყნის ევროინტეგრაციას. 

"მთავარ არხთან" ინტერვიუში იუკნევიჩიანე დაუფარავად ადანაშაულებს ოლიგარქს ქვეყნის რუსული ორბიტისკენ გადახრაში და მიიჩნევს, რომ საქართველომ ივანიშვილსა და ევროპულ მომავალს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. 

ფონ კრამონი კი რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გვერდის ავლაში დამხმარე ქვეყნებს შორის საქართველოსაც ასახელებს და ამბობს, რომ ასეთი პოლიტიკის საპასუხო ნაბიჯი სანქციებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი