"ეს იქნება დამატებითი კავშირის ელემენტი" - პუტინი რუსების სხვა ქვეყნებში მიგრაციაზე

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, იმ რუსების ნახევარზე მეტი, ვინც ქვეყანა 2022 წლის თებერვლის შემდეგ დატოვა, რუსეთში დაბრუნდნენ და ეს პროცესი კვლავ გრძელდება. 

პუტინის მტკიცებით, თუ ადამიანებს უნდათ სხვა ადგილას ცხოვრება, ნება მათია. 

მისივე თქმით, რუსების მიგრაცია უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური, რადგან იგი იქნება "დამატებითი კავშირის ელემენტი" სხვა ქვეყნებთან.

"ჩვენი გამოთვლებით, მათი 50% ვინც ქვეყანა დატოვა, უკვე დაბრუნდა. ეს პროცესი გრძელდება, მაგრამ თუ ვინმეს უნდა რომ სხვა ადგილას იცხოვროს - ნება მათია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ რომ ეს პროცესი უფრო პოზიტიურია, ვიდრე ნეგატიური, რადგან ეს იქნება დამატებითი კავშირის ელემენტი იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ უკვე ვავითარებთ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კონტაქტებს," - თქვა პუტინმა.

პუტინის ცნობით, ბევრი რუსი ახლა მუშაობს და ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, მათ შორის "ახლო მეზობელ ქვეყნებში". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი