
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა საცეცხლე პოზიციებზე რუსეთის 5 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს.
კერძოდ, გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიევის რეგიონზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უწყების ცნობით, შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით გაშვებული 12-ვე რაკეტა გაანადგურეს.
გარდა ამისა, დღის განმავლობაში რუსეთმა 33 საჰაერო დარტყმა და 59 შეტევა განახორციელა სარაკეტო სისტემიდან. უკრაინის გენშტაბის ცნობით, თავდასხმის შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ძირითადად კონცენტრირებულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. უწყება წერს, რომ ამ მიმართულებებით 36 საბრძოლო შეტაკება მოხდა.