ბირთვული იარაღის განლაგებაზე განცხადებებით, პუტინი ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის კონტროლი ბელორუსიაზე - ISW

გამოქვეყნდა:

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსების შეფასებით, ბელარუსში ბირთვული იარაღის განლაგებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებით, პუტინი ცდილობს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის სამხედრო კონტროლი ბელორუსიაზე.

16 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა ტაქტიკური იარაღის პირველი ნაწილი ბელარუსში განალაგა. როგორც მან აღნიშნა, 2023 წლის ბოლომდე ბირთვულ იარაღს სრულად განალაგებენ ბელარუსში.

"ISW ადრე წერდა, რომ რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგება ბელორუსიაში არის დიდი ხნის მცდელობის ნაწილი ბელარუსზე რუსეთის დე ფაქტო სამხედრო კონტროლის გასამაგრებლად და რუსული ესკალაცია ნაკლებად სავარაუდოა", - ნათქვამია ISW-ის ყოველდღიურ მოხსენებაში.

ISW-ის სხვა მნიშვნელოვანი მიგნებები 16 ივნისს:

  • უკრაინელმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი მოქმედებები ფრონტის სულ მცირე სამ სექტორზე  და გავრცელებული ინფორმაციით, მიაღწიეს წარმატებას.
  • 15-16 ივნისს რუსულმა ძალებმა კიევსა და კრივი რიჰს ფრთოსანი რაკეტები და დრონები დაუმიზნეს.
  • რუსეთის ყოფილმა და მოქმედმა მუნიციპალურმა ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ღია წერილს, რომელშიც ისინი რუსულ ძალებს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ "საყოველთაოდ აღიარებულ" რუსეთის საზღვრებს კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურებით გამოწვეული კრიზისის გამო.
  • რუსულმა ძალებმა განახორციელეს შეზღუდული სახმელეთო შეტევითი ოპერაციები სვატოვე-კრემინას ხაზის გასწვრივ.
  • რუსეთისა და უკრაინის ძალებმა განახორციელეს სახმელეთო შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და ავდიივკა-დონეცკის ხაზის გასწვრივ.
  • უკრაინული ძალები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს ვუჰლედარის რაიონში.
  • უკრაინულმა ძალებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვართან და გავრცელებული ინფორმაციით, ჰქონდათ მიღწევები ამ რაიონში.
  • რუსული და საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობს გააძლიეროს რუსული სახმელეთო კომუნიკაციების ხაზები (GLOC) რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინას შორის.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი