"გირჩი-მეტი თავისუფლების" ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა.
როგორც პარტია წერს, ადგილზე გამოძახებულია პოლიცია.
"Institute For Individual Liberty- ის ბანაკში მოცვივდნენ ორკები - დაახლოებით 60 ადამიანი.
გამოძახებული გვყავს პოლიცია", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
მანამდე, გორში, მაშინ, როცა "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრები ბორჯომისკენ მიდიოდნენ, პარტიის ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს დაესხნენ. როგორც პარტია გავრცელებულ განცხადებაში წერდა, ჯაფარიძეს დაზიანებები აქვს თვალის არეში.
ამავე თემაზე: