ბორჯომში მძიმე ვითარებაა - რადიკალები თავს ესხმიან "გირჩი მეტი თავისუფლების" ბანაკს, პოლიცია არ ჩანს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების მხარდამჭერების განსაკუთრებული მობილიზებაა ბორჯომში, სადაც პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" სემინარი უნდა გამართულიყო. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას პარტიის წევრებმა რამდენჯერმე მიმართეს, იქ სამართალდამცველები ჯერ არ გამოჩენილან. სავარაუდოდ ალტინფოელი ორკები ბორჯომის ერთ-ერთ სასტუმროში შეკრებილ ახალგაზრდებს ემუქრებიან და აგინებენ. პოლიციას კი რეაგირება არ აქვს.

პარტიაზე შეტევა დილიდან დაიწყო. ბორჯომში ამ სემინარზე მიმავალ გზაზე თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძესა.  

ოპოზიციონერ ლიდერს 50 წლამდე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა და თვალის არეში დაზიანება მიაყენა. ამ დროს ჯაფარიძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. თავდასხმის შემდეგ ჯაფარიძე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა. ის ამ დროისთვის გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი