პრორუსულმა ოცნებამ აამუშავა რუსული ძალადობის მანქანა - ვაშაძე დღეს მომხდარ თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

"ბოლომდე გაშიშვლებულმა პრორუსულმა ოცნებამ აამუშავა რუსული ძალადობის მანქანა და ამ წუთებში თავს დაესხა ბორჯომში “გირჩი მეტი თავისუფლების” ახალგაზრდულ ბანაკს, სადაც ევროპულ პერსპექტივას და საქართველოს დეოკუპაციის საკითხებს განიხილავდნენ. ძალადობრივი ჯგუფი ემუქრება ბანაკში მყოფ ბავშვებს.
გარდა ამისა, დღეს დილით ზურაბ ჯაფარიძეს დაესხნენ თავს. 
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, სასწრაფოდ მოახდინეთ მობილიზება ბორჯომში და უზრუნველყავით იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოება!
მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, კობახიძეს და ღარიბაშვილს, საქართველოს ვერ გადააქცევთ რუსეთად, ხელი აიღეთ ძალადობასა და სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირებაზე! 
ხელები შორს ახალგაზრდების და საქართველოს მომავლისგან!"

წერს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე გირჩი მეტი თავისუფლების წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი