სოსო მაისურაძე: ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, ჩვენი შვილების გარყვნისათვის, პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის

გამოქვეყნდა:

მოქალაქე  სოსო მაისურაძე წერს, რომ 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს თავს ის დაესხა

"მოგესალმებით, მე ვარ სოსო მაისურაძე, გორელი კაცი.

ჩემს მიერ იცემა ზურა ჯაფარიძე, იცემა ჩვენი შვილების გარყვნისათვის, იცემა პატრიარქის და ეკლესიის შეურაცხყოფისათვის და იცემა იმ საქციელისათვის, როდესაც შიშველი უკანალები აჩვენეს მტერს..

არსად დამალვას არ ვაპირებ. ვარ ჩემს მეგობართან გორში და ვიყენებ მის ფეისბუქგვერდს", - წერს მაისურაძე.

შეგახსენებთ, დღეს 17 ივნისს გორში "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჯაფარიძე პარტიის წევრებთან ერთად ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" მიერ ორგანიზებულ სემინარზე მიდიოდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ სასტუმროში, სადაც სემინარი უნდა გამართულიყო მოძალადე ჯგუფები იყვნენ მობილიზებული.

პარტიაში ამბობენ, რომ თავდასხმა ორგანიზებული იყო და მათ თბილისიდან აედევნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი